5 დეკემბერს თბილისში Move Summit 2026 გაიმართება
5 დეკემბერს, Pullman Tbilisi Axis Towers-ში, 350 დელეგატი და ორი პანელური დისკუსია ერთ სივრცეში შეიკრიბება.
თბილისი, საქართველო. ტრენერთა ასოციაცია აცხადებს Move Summit 2026-ის გამართვას. სფეროს ლიდერების შეხვედრა 2026 წლის 5 დეკემბერს, შაბათს, 11:00-დან 16:00 საათამდე, თბილისში, Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართება. სამიტი კომპანიების დამფუძნებლებს, CEO-ებს, HR და L&D ხელმძღვანელებს, გუნდის ლიდერებს, ბიზნეს ტრენერებსა და კონსულტანტებს პრაქტიკული გამოცდილების გაცვლისა და ახალი პარტნიორობების დასამყარებლად გააერთიანებს.
სამიტის მთავარი კითხვაა: რა ამოძრავებს ლიდერებს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე? ღონისძიების ფოკუსი თეორიულ ცოდნაზე კი არა, პრაქტიკაში დანერგილ მიდგომებსა და რეალურ შედეგებზეა.
ძირითადი ფაქტები
- 350 დელეგატი: დამფუძნებლები, CEO-ები, HR და L&D ხელმძღვანელები, გუნდის ლიდერები, ბიზნეს ტრენერები და კონსულტანტები;
- სექტორული ლიდერები სპიკერებად;
- ორი პანელური დისკუსია მოდერატორის მონაწილეობით;
- Networking Spot: 12 კომპანიის სივრცე და პირდაპირი კონტაქტი დელეგატებთან.
სპიკერები
სცენაზე გამოვლენ სხვადასხვა სექტორის წამყვანი სპეციალისტები და ლიდერები. თითოეული გაიზიარებს კონკრეტულ გამოცდილებას: რა სიტუაციაში იმყოფებოდა, რა გადაწყვეტილება მიიღო და რა შედეგს მიაღწია.
ორი პანელური დისკუსია
პროგრამის მთავარი ნაწილი ორ პანელურ დისკუსიას ეთმობა, რომლებსაც მოდერატორი წარმართავს:
ქალი ლიდერები: გავლენა, გამოცდილება და ლიდერობა, რომელიც ორგანიზაციებს ამოძრავებს.
სპიკერები: ეკა ქავთარაძე, ნინო ზამბახიძე, თინათინ რუხაძე, ნინო ფეიქრიშვილი.
მოდერატორი: ანა არველაძეტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი: როგორ ცვლის მომავალი ბიზნესს, გუნდებსა და სამუშაო პროცესებს.
სპიკერები: ირაკლი ბესელიძე, ირაკლი კუტალია, ბექა ქემერტელიძე.
მოდერატორი: თორნიკე გურულიპროგრამა
- 11:00 Networking Spots და Welcome Coffee;
- 12:00 სამიტის გახსნა;
- 12:05 სოსო ფხაკაძე, გიორგი ტუღუში და ირაკლი ემირიძე (Speed Interview);
- 13:10 პანელი The Power to Move;
- 13:40 პაატა პაპავას ინტერაქტიული Networking აქტივობა;
- 13:55 ანრი ჩხაიძე, პაპუნა ტოლიაშვილი და გიგი ქათამაძე;
- 14:45 პანელი Future Is Now;
- 15:25 გათამაშებები და პრიზები, დახურვა.
წინასწარი პროგრამა. მთელი დღის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება უწყვეტი Refreshment & Coffee Break, 12 კომპანიის Networking Spot-ები კი 11:00–12:00 საათზე იმუშავებს.
Networking Spot
სამიტზე იმუშავებს სპეციალური სივრცე Networking Spot, სადაც სხვადასხვა სფეროს 12 კომპანია საკუთარ სივრცეს წარადგენს. დელეგატები უშუალოდ შეხვდებიან კომპანიების წარმომადგენლებს, გაეცნობიან მათ საქმიანობას, გაცვლიან საკონტაქტო ინფორმაციას და დაიწყებენ თანამშრომლობას.
პრაქტიკული დეტალები
თარიღი და დრო: 2026 წლის 5 დეკემბერი, შაბათი, 11:00–16:00. დღე იწყება Welcome Coffee-თი და Networking Spots-ით.
ადგილი: Pullman Tbilisi Axis Towers, თბილისი (რუკაზე).
რეგისტრაცია: რეგისტრაცია განაცხადით ხდება ოფიციალურ ვებგვერდზე movesummit.ge.
ტრენერთა ასოციაციის შესახებ
ტრენერთა ასოციაცია საქართველოს პირველი ტრენერთა გაერთიანებაა და 2019 წლიდან მოქმედებს. ასოციაცია ხელს უწყობს ტრენერებისა და ბიზნეს-პროფესიონალების განვითარებას, გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთდაკავშირებას.
← მთავარ გვერდზე